“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში – მამუკა თურმანიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილებისა და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა.
მამუკა თურმანიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დანდალოს თემში ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსახლეობამ დასვა რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრის გზებზე მასთან ერთად ვიმსჯელეთ.
ვაფასებ ჩემი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების მხარდაჭერას.
არჩევნებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო დარჩა. მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ.
ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს თავისი მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, სოფლებში განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და მთლიანად, მოსახლეობის ადგილზე დაკავებას და სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას”, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.