„როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია, ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამის დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია – კოალიციები აქვთ შექმნილი, და მეორე – მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას მიერ ძველი სახეების არჩევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც, ამავე დროს, გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით – ყველას დაჭერითა და დაპატიმრებით. ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.