ევროკომისია კარგი მთავრობის ინდექსს (2024) აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა – ჩენდლერის ინსტიტუტმა მოამზადა.
საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 58,8% მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველო გლობალურ რეიტინგში მე-40 ადგილზე გავიდა, გაასწრო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 9 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: საბერძნეთს, უნგრეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ.
საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7 ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველომ და მისმა მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში:
კეთილსინდისიერი ლიდერობა – 32-ე ადგილი;
შორსმჭვრეტელობა – 21-ე ადგილი;
ადაპტაციის უნარი – მე-17 ადგილი;
კოორდინაცია – 23-ე ადგილი;
გამჭვირვალობა – მე-14 ადგილი;
სასამართლო სისტემის ხარისხი – 25-ე ადგილი;
ბიუროკრატიის ხარისხი – 24-ე ადგილი;
სტაბილური ბიზნეს რეგულაციები – 22-ე ადგილი;
ინვესტიციების მოზიდვა – მე-5 ადგილი.
ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშგებებს.