“ქართული ოცნების” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძლებს. ამჯერად ის დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეებს „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე იმსჯელეს დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განხორციელდება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.