ფოთში 2 საჯარო სკოლისა და 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. 1 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, კომუნიკაციების, ფასადების, სველი წერტილების, რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად დაათვალიერა
ფოთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ჯამში 15 მილიონ ლარამდეა გათვალისიწინებული , ხოლო N 8 და N15 საჯარო სკოლების რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონ ლარია გამოყოფილი.