რუსთავში ქართული ფოლკლორის დღეები გრძელდება. ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი სცენა ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა.
პროექტის ფარგლებში, გონაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაც იგეგმება, სადაც ქორეოგრაფიული ფესტივალის – “ქართული” მონუმენტი და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი განთავსდება.