“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – კირიხლოს, წითელი სოფლის, მარადისის, დაშტაფასა და ყულარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლებში ადგილობრივების საჭიროების გათვალისწინებით განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაკეთდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.