“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ რამდენად სწორად აქვთ გააზრებული უმნიშვნელოვანესი პრინციპი – წარმატების საწინდარი ერთიანობაშია. ასევე, მათ კარგად ესმით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. მოქალაქეების შემართება და პოზიტიური განწყობა დამატებით მოტივაციას მაძლევს, რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, გავხდე მათი ხმა პარლამენტში, რასაც თავდადებით მივუდგები, რომ მათი მოლოდინები გავამართლო”,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.