“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

ინდივიდუალურ შეხვედრებზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.