„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ – არავითარ შემთხვევაში. მარტო პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ხალხი, ვინც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა.
„ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო და იურისტები დასხდნენ და მათ განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, „გირჩი“, გვარამია, მელია – ეგენი არიან ყველანი ერთნი – პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია. მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე.
იციან, რომ კრიმინალია; იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, – მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც”, – აღნიშნა მოლაშვილმა.