„ის პატივს არ სცემს არც ერთ უწყებას – არც უწყებათაშორის კომისიას, არც იუსტიციის სამინისტროს, არც ქართულ კანონმდებლობას და არც ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტის მხრიდან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის იგნორირებაზე საუბრისას.
„ის არის ოპოზიციის ავანგარდში, არჩევნებში მონაწილეობს ოპოზიციის მხრიდან და არ არის, ასე ვთქვათ, ნეიტრალური ადამიანი.
ეს ქალბატონი მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებით მოქმედებს და სურს, როგორმე, ქვეყანას ავნოს და დააზიანოს იგი. ეს არის მისი ძირითადი და ამოსავალი ინტერესი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.