„გონიერება ქართველ კაცს არასდროს აკლდა. ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში, ყოველთვის იღებდა სწორ გადაწყვეტილებას”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე და ამომრჩეველს მოუწოდებს, 26 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს.
„ჩემო თანამოქალაქენო! მოგმართავთ საარჩევნო კამპანიის მიწურულს: თქვენ ქმნით ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. გუშინდელი მოძალადეები ღირებულს ვერაფერს შექმნიან. მევახშეებისაგან უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა. ვითომ ,,გაახლებულებისგან” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით.
საქართველოში, საუკუნეებია, ღირსებით, თაობიდან თაობას გადაეცემა ჩვენი ტრადიციების პატივისცემა. ოჯახის სიწმინდე და სამშობლოს სიყვარული ეროვნული ღირებულებებია.
გონიერება ქართველ კაცს არასდროს აკლდა. ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში, ყოველთვის იღებდა სწორ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და გვჯეროდა ერთმანეთის, ვიზიარებდით საერთო ტკივილსა და სიხარულს. არასდროს მიმიტოვებია ჩემი ხალხი განსაცდელის ჟამს და თავს უფლებას ვაძლევ, გთხოვოთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მშვიდობიანი და ღირსეული მომავლისათვის…
გააფერადე 41!“- წერს ზაალ მიქელაძე.