“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: ნაფარეულის, სანიორეს, ჯუღაანისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.