იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენაზე „დოდო აბაშიძე – 100“ დღეიდან მსახიობის პირად არქივში დაცული მასალაც იქნება წარმოდგენილი.

დოდო აბაშიძის საოჯახო არქივი მსახიობის შვილმა, ზაზა აბაშიძემ ეროვნულ არქივს გამოფენის გახსნისას, 2024 წლის 20 სექტემბერს გადასცა. მასალიდან საექსპოზიციოდ შეირჩა დოდო აბაშიძის წერილები და პირადი ჩანაწერები, დოკუმენტები მისი დაჯილდოების შესახებ, ფოტოები და საგაზეთო პუბლიკაციები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, პორტრეტები, ფილმების აფიშები.

ექსპოზიცია 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.