პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში; ის არის აქ – საქართველოში”.
“რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა.
რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს.
ჩვენი ბრალია, ჩვენი!” – წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.