“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი ახალქალაქის სოფლების: გომანის, ზაქვის, თირკნას, ბუღაშენის, ბალხოსა და ოლავერდის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

„ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა მაძლევს იმის იმედს, რომ 26 ოქტომბერს უპირობოდ გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა სამველ მანუკიანმა.