პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმაურება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება მანიპულაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად.

„სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე. მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია გაყალბება.

ელექტრონულ საარჩევნო  სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება – ამას თავად აღიარებენ, ანუ მიზეზი აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე ქმედებას მიმართო”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.