“სამწუხაროდ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს არჩევნებში ჩარევას, ელჩის განცხადება ამომრჩევლებზე ირიბი ზეწოლაა, ის პირდაპირ ერევა ამომრჩევლის არჩევანში და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ, ნების თავისუფალი გამოხატვის უფლებას არღვევს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა“.
მისივე თქმით, მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით მუქარის და შანტაჟის ენით საუბარია, ეს არ არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება. მანვე აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება საქართველოს მიუთითოს რა უნდა გააკეთოს, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება არა ცალ ფეხზე მდგომს სურს, არამედ ორ ფეხზე მყარად მდგომს.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა, ის რაც რამდენიმე წლის უკან ძნელად წარმოსადგენი იყო, დღეს რეალობაა.
რამდენიმე დღის უკან თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში, მინისტრი (თეა წულუკიანი) დაიბარა და მის საკადრო გადაწყვეტილებებში ჩარევა სცადა, დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროკავშირის ელჩიც იმავეს აკეთებს, რაც როგორც უკვე აღვნიშნე პარტნიორულ ურთიერთობებში არ ჯდება. არავის აქვს უფლება მიგვითითოს რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ვარ სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება არა ცალ ფეხზე მდგომს სურს, არამედ ორ ფეხზე მყარად მდგომს.
ევროკავშირის ელჩის განცხადებაში საგულისხმოა რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის საუბარი არჩევნების შემდგომ ანგარიშებზე, ელჩი აღნიშნავს, რომ ისინი (ევროკავშირი) საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებს ენდობიან, საინტერესოა ვის ანგარიშებს ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები? დიახ მეგობრებო, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ქართული ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობა, მათ შორის სამართლიანია არჩევნების ანგარიშს, რომელმაც 2020 წელს ხმის პარალელური დათვლა გააყალბა.
ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ, გაუგებარია რატომ აპელირებს უსამართლო არჩევნების თემით, წაიკითხოს მის მიერ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, 2012 წლის არჩევნები, დარღვევებით ჩატარებული ბოლო არჩევნები იყო, არარელევანტურია იმის შესახებ საუბარი რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საფრთხე ემუქრება
შეშფოთებას იწვევს, კოლექტიური დასავლეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება, ისინი გაგვაგნებინებენ, რომ არა პარტნიორები, არამედ ჩვენი უფროსები არიან, რაც ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის დისკრედიტაციას იწვევს. მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით მუქარის და შანტაჟის ენით საუბარია, ეს არ არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება“, – წერს დავით ჩიხელიძე.