“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძეზე, ე.წ. „სტუდქალაქში”, ასევე, ცხვედაძის N 3-5-ში, აბაშელის N1-ში და შატბერაშვილის N2-4-ში, ვაკის მაჟორიტარ – ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე ზუკა რურუამ მოსახლეობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მათი აქტიურობის აუცილებლობას. ასევე, მოისმინა მათი საჭიროებები და მოსაზრებები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
„გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პასიურობა დაუშვებელია. ჩვენი და ჩვენი შვილების მშვიდობიანი ცხოვრების გასაგრძელებლად, ხმა „ქართულ ოცნებას” უნდა მივცეთ,“- განაცხადა ზუკა რურუამ.