“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, მეკეიძეებისა და მინთაძეების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მომავალი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.