“ეს მორიგი “შავი ლაქაა” ფსევდო პრეზიდენტის სამარცხვინო პოლიტიკური ბიოგრაფიის ეპილოგში”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებას, რომ “ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და ღიაა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობისთვის.”
“ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სალომე ზურაბიშვილი სიცრუეში ამხილა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ელჩის მხარდაჭერაზე. ეს მორიგი “შავი ლაქაა” ფსევდო პრეზიდენტის სამარცხვინო პოლიტიკური ბიოგრაფიის ეპილოგში.
შესაძლოა, პაველ ჰერჩინსკიმ პირად საუბარში გამოხატა ნაცრევანშისტული ე.წ. მინისტრთა კაბინეტისადმი მხარდაჭერა, მაგრამ პოლიტიკანობაში გამოცდილი ს.ზურაბიშვილი სულსწრაფი პერსონაჟია და აგენტოკრატიასაც უქმნის არაერთ უხერხულობას”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.