„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს “ფეისბუკის” გვერდზე ეხმაურება.

“მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროინტეგრაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის თაობაზე.

ამ მომენტისთვის დამუშავებულია ბიულეტენების 98%. წინასწარი შედეგი შემდეგნაირია: მოქმედი პრეზიდენტი სანდუ 42%-ით უსწრებს კონკურენტ სტოიანოღლოს, რომელმაც აიღო 26%. წინ გვაქვს მათ შორის 3 ნოემბერს ჩასატარებელი მეორე ტური.

რაც შეეხება რეფერენდუმს, ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარით უპასუხა ევროინტეგრაციის საკონსტიტუციო ჩანაწერით გამაგრებას.

ამ მხრივ, მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენა NDI-ის ან IRI-ის ბოლო წლების გამოკითხვები, სადაც ქართველ რესპონდენტთა ერთი და იგივე კონტინგენტი ერთდროულად აფიქსირებს პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას; 85%-ს სჯერა, რომ ჩვენ შევალთ NATO-ში, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მოკლედ, მოლდოვასა და საქართველოში ამ კუთხით დაფიქსირებული სურათი აშკარად გვაგონებს ცნობილ კინემატოგრაფიულ ფრაზას: „ვიღაცა ურევს, ვიღაცა!” – წერს დავით ქართველიშვილი.