„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის.
ქართულმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.

„ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია.
ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ “კის” ეტყვის “ქართულ ოცნებას”, რომელიც სახალხო მანდატით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან ჭიდილში და მისგან მართული პოლიტიკური ძალები საკუთარ დესტრუქციაში დაკარგავენ პოლიტიკურ ფასს.

ახლა ქვეყანას სჭირდება სწორი პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ქუდზე კაცის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი ხმით როგორც პოლიტიკური ხელმოწერით უნდა გავაფორმოთ გამარჯვება!

დღეს უნდა დავდოთ თითო აგური 2028 წლის არჩევნებში ჯანსაღი ძალების მონაწილეობისათვის.
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ღირსეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი და შესაძლებლობა, კარგსა და უკეთესს შორის გააკეთოს არჩევანი.

მინაწერი: “ნაციონალური მოძრაობა” როგორც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იმსახურებს დროულ გასამართლებას!” – წერს მეგრელიშვილი.