“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ცხენთაროსა და როდინაულის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე შეაჯამა 12 წლის განმავლობაში სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები; ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„მახარებს ის, რომ ჩემი გუნდის მიერ გაკეთებულ საქმეს მოსახლეობა ხედავს, დადებითად აფასებს და მადლიერებასაც გამოხატავს. მათი აქტიურობა, ჩართულობა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა მაძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერით, ერთ მუშტად შეკრული ვივლით წინ. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით – ჩვენი ქვეყნის წარმატებისაკენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.