“უღრმესი მადლობა ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს!” – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის, ჩვენი სამშობლოს ჭეშმარიტი ევროპული, ტრადიციული, ქრისტიანული მომავლის დასაცავად!

რაც შეეხება მეორე, უსამშობლო აგენტების მხარეს – ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, – საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ, რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო.

ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი – წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის.

რა დროს აქციებია, გემს მიხედონ, ჩამოეშალათ აგენტურა“, – წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.