“პირველ რიგში, მინდა თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი”, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, გვჭირდება განვითარება, წინსვლა და ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როდესაც ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ.
როგორც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ, ყველა, ვიქნებით თქვენს სამსახურში, ქართველი ხალხის სამსახურში და კიდევ ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ, მაგარ პროექტებს განვახორციელებთ და საქართველოს აუცილებლად შევიყვანთ იმ მიმართულებით, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, ოღონდ, ღირსეულად და თავაწეულად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1% მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5%-ია.