„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა მთელ ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია: მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1% მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5%-ია.