“თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს, თანამარომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ” .
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსმა მკვლევარმა და „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ქეთი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთა გააკრიტიკა.
შოშიაშვილი: “ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ”.
მოგვიანებით, შოშიაშვილმა სტატუსი წაშალა.