პიტერ სიიარტო: „ჩვეულებრივ, თუ მემარჯვენე პარტიები, კონსერვატორები იმარჯვებენ, ეს დემოკრატიის სისტემატური პრობლემაა. თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს – ეს ჩვენთვის ნაცნობი გრძნობაა“
„არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი ან სამართლიანი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
„ცხადია, თუ აქ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, დემოკრატიის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, რადგან გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რომელიც არის სუვერენულობის მომხრე, მშვიდობისა და ოჯახის მომხრე პარტია, არის ბრალდებები არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენს ოპოზიციას რომ მოეგო ეს არჩევნები, პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ კარგად ვიცით ეს გრძნობა.“ – განაცხადა სიიარტომ.
„თუ მემარჯვენე პარტიები, ან კონსერვატორები ან სუვერენულობის მომხრეები იმარჯვებენ, ჩვეულებრივ, ეს დემოკრატიის სისტემური პრობლემაა. თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს. ეს ძალზე მარტივია. ჩვენ გვყავდა უნგრელი დამკვირვებლები აქ და მათ ძალიან მკაფიო მოხსენება გააკეთეს, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები და ჩვენ გვჯერა უნგრელი დამკვირვებლების”, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა, სიიარტომ ეს ქმედება შეაფასა როგორც სირცხვილი, ევროკავშირში სრული ინტეგრაციის პროცესში კი ქვეყანას დახმარება აღუთქვა.
„ეს სირცხვილია, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმის გამო, რომ ბრიუსელს აქ სხვა მთავრობა სურდა. ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, [საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის]“, – აღნიშნა სიიარტომ.