„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის – „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის – ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.

“ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის – ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა”, – ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის – „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.
ამავე დროს, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს, თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო (აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან), ამის ოფიციალურად გასაჯაროება ვერ მოხდება.

ჩვენ კი შეგვიძლია, მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც (ყოველგვარი ეჭვის გარეშე) არანაკლები “პირიქითა” ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული, უბრალოდ, სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი – ხელისუფლება. მოლდოვაში ზეწოლას ვერ გაუძლეს, სამაგიეროდ, გაუძლეს საქართველოში“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.