„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას გამოეხმაურა.
„ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს,
როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!
წლებია, ერთ დიდ საქმეს ვემსახურებით და ყოველთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, პატრიოტიზმითა და ქართული საქმის კეთების სურვილით ავსებდა ყველა თანამოაზრესა და გულშემატკივარს!
ვულოცავ პირადად მას ამ დიდ პასუხისმგებლობასა და გამოწვევას, როგორც ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, ხოლო სრულიად საქართველოს – ნაღდი კაცისა და ეროვნული შეგნების მქონე პრეზიდენტის ყოლას!
წარმატებები ამ დიდ, რთულ და ეროვნულ საქმეში!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.