“საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილია “ხალხის ძალის”, ჩემი გუნდის ღირსეული წევრი მიხეილ ყაველაშვილი. ის არის პატრიოტი, ქვეყნისა და ოჯახის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება და საინტერესო და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

„საქართველოში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით, 300 წევრისგან შექმნილი, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება.

არჩევნები ჩაინიშნა არაუგვიანეს 2024 წლის 14 დეკემბრისა, ხოლო ინაუგურაცია ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 29 დეკემბრისა და ამით სრულად იქნება დაცული კონსტიტუციაში განსაზღვრული ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა.

მიხეილ ყაველაშვილს ვულოცავ ამ საინტერესო გამოწვევას და ვუსურვებ წარმატებებს ჩემი და ჩვენი გუნდის – “ხალხის ძალის” სახელით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.