“ქართველი – არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, არამედ სულით და გულით. მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატზე – მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.

„ახლა დაიწყებენ, – ანტიდასავლური რიტორიკაო და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს მისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე. არსებობს ამისი მყარი გარანტია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ 1000 პროცენტით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს”, – განაცხადა მდინარაძემ.