“საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად “ხალხის ძალის” პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. განსაკუთრებული ემოცია მქონდა, როდესაც მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

“მქონდა ბედნიერება, მემუშავა მიშასთან ერთად. მისთვის სამი უმაღლესი ღირებულებაა – ოჯახი, რწმენა, სამშობლო. აი, ამ უმთავრესი ღირებულებების მქონე ადამიანი გამოირჩევა შესაშური ენთუზიაზმით და მასზე დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მონდომებით შესრულებით, რომელიც, როგორც ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს ამ სამი უმთავრესი ფუნდამენტის შენარჩუნების საქმეში კი პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია.

გილოცავ, მიშა და ვულოცავ საქართველოს!“ – წერს ლევან კოჭლოშვილი.