„ლელომ” ცესკო-ს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„კერძოდ, გუშინ ცესკო-ს მიერ გამართულ სხდომაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – “ქართულმა ოცნებამ” და “ლელომ” შეიტანეს.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკო-ს კომისიის წევრის დანიშვნის ვალდებულება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე წარმოექმნება, შესაბამისად, “ლელომ”, რომელიც ლეგიტიმურად არ ცნობდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო შედეგებს, ეს შედეგები ლეგიტიმურად აღიარა.

ახლა საინტერესოა, როდის და რა ფორმით გაუმხელს “ლელო” ამ ყოველივეს საკუთარ ამომრჩეველს.

ვფიქრობ, პროცესები ისე ვითარდება, რომ “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში ერთმანეთს შეასწრებენ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეიბუკის“ გვერდზე.