„მიხეილ ყაველაშვილი, პირველ რიგში, ქართული ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას მოხმარდება“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შეფასებისას.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს“, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.