პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ერთგული, გაუყიდავი, ვაჟკაცური, განათლებული და სულით ქართველი პრეზიდენტი ეყოლება ქართველ ხალხს. წარმომიდგენია, როგორი სიამაყითა და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. დღეს მიშას კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა ვულოცავდეთ.

როგორც იქნა, გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა. გვეღირსა არა სხვა ქვეყნის პოლიტიკით, არამედ, საკუთარი ეროვნული პოლიტიკით მართული პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილმა ჯერ სპორტით, ხოლო შემდეგ პოლიტიკაში ეროვნული პრინციპების დაცვით უკვე მოიპოვა ქართველი ხალხის დიდი სიყვარული. მჯერა, მისი პრეზიდენტობის პერიოდი იქნება საუკეთესო წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.