“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, – ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი! დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს”, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.