ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელებას ეხმაურება.
„ვიცი, რომ სოცქსელებში, მედიაში, ასევე საზოგადოებაშიც იქნება არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენაზე.
მთავარი პრინციპი, რითაც, ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა, არის ის, რომ მიშა ყაველაშვილი არასდროს(!) დათანხმდება უცხო ქვეყნის აგენტობას, არ იქნება უცხოური ინტერესების გამტარებელი და, მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, არასდროს დაუდებს სარმას გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტად წარადგინა. ის სხვა ჩამოსხმის პიროვნებაა…
რა თქმა უნდა, მეტყვით, – არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება და ამას არ ვამბობ ემოციების საფუძველზე. ამ კაცმა ყურმოკვრით არ იცის, თუ რა არის ევროპა… და ზედმიწევნით კარგად იცის, რა არის ქვეყნის ინტერესები”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.