პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მედიასთან აფასებს.
„ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ გადაწყვიტეს, არის ის, რომ დაიწყონ განხილვა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისათვის სავიზო შეზღუდვების შესახებ, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
როგორც რადიკალური ოპოზიცია იმედოვნებდა, ამ საბჭოს გაცილებით უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა გამოეტანა, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.