ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმაურება.
“ფაშინიანი: ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია“.
„ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციასთან სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმა. მოკლედ, ირანს ხელი არ შეუშლია კი არა, და სომხეთისთვის უფრო არსებითი ამბავი ყოფილა მასთან ურთიერთობა და ახლა ჩამოყალიბდნენ თბილისსა და ვაშინგტონში, ეს მწვანეჰალსტუხიანი ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული და ანტიჩინური წიაღსვლებით?
პ.ს. საერთოდ ცალკე თემაა, რატომ გაუფორმა ბლინკენმა სომხეთს სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ახლა და როგორი იქნება ამ პარტნიორობის ან სომხეთის მომავალი. მაგას დრო გვიჩვენებს ყველაზე კარგად და თან, მალეც”, – წერს ლელა კურდღელაშვილი.