“არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ძაღლს არ ერქვას „საბაკა“. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან და დააავადმყოფეს ადამიანები პირდაპირი გაგებით. ოჯახებში ტრაგედიები ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში – ეს არის ერის დასუსტების ერთ-ერთი იარაღი, რომ ოჯახებში შეიტანონ პოლარიზაცია და ამას, სამწუხაროდ, გარკვეულწილად, ახერხებენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ოჯახებში, ცოლ-ქმარს, დედმამიშვილებს, მშობლებსა და შვილებს შორის შეიტანეს დაპირისპირება – ვიღაცას სჯერა, რომ ვინც ევროპულ გზაზე საქმით დადის, ის რუსია და ვინც ამის საწინააღმდეგოდ დადის, ის არის პროევროპელი. “ნაცის” პროევროპელობის სჯერათ ადამიანებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. „ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. ამ შედეგებამდე მიიყვანეს ადამიანების ტვინი და რომ ვამბობთ, – ტვინი აქვთ ადამიანებს ოკუპირებული, ამას ვგულისხმობ, შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ. რეალურად, ამასთან გვაქვს საქმე, რომ ადამიანების ტვინში, ამ თავიანთი ტვინის რეცხვით, გარე რესურსის დახმარებით ისე შეაღწიეს, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ვიღაცები, რომ “ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, ძაღლს „საბაკა“ ვერ ერქმევა” და რუსეთს ებრძვიან რუსთაველზე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.