„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის “მდგრადი განვითარების ცენტრის” დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ძალების გაცხადებული მიზანი იყო რეგიონის დესტაბილიზაცია, თუმცა, მისივე თქმით, მსურველებს ეს არ გამოუვათ. უკვე წლებია, ამ ძალების მხილების რეჟიმშია “ხალხის ძალა” და დესტაბილიზაციის მოგერიების რეჟიმშია “ქართული ოცნება”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
“ჩვენი მხრიდან, ქართველ ხალხთან მოსალოდნელ საფრთხეებსა და არსებულ რისკებზე საუბარი ღიად შედგა და ქართველი ხალხის მიერ მყარი ლეგიტიმაციით “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” მიეცათ დავალება, მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით წარმართონ პოლიტიკური საქმიანობა.
“ხალხის ძალაც” და “ქართული ოცნებაც” ამ პოლიტიკურ ნდობას ეროვნული მისიით გამოიყენებენ და ძალებს, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისა და მორიდების გარეშე ღიად გვესხმიან თავს, სათანადო პოლიტიკურ პასუხს გასცემენ”, – წერს მეგრელიშვილი.