პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაკკეინის ინსტიტუტი მოკვდა უკვე იმის მინიშნებით, რომ აქციებზე ვინმეს სიკვდილი, რომელიც ხელისუფლებას დაბრალდება, “ძალიან საგანგაშო იქნება”. რა ვერ გაიგეთ? ქუჩა-ქუჩა სიარულით გაგიჭირდებათ ამ დავალების შესრულება“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.