პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმაურება, რომელშიც გურულები იღებენ მონაწილეობას.
“დღეს, თურმე, ოპოზიცია გურულების მარშს მართავს.
მოდით, გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:
ოზურგეთი – 64,7% (23,362 ხმა);
ლანჩხუთი – 61 % (10,106 ხმა)
ჩოხატაური – 67 % (7,821 ხმა).
ჯამში, 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.