ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის – ვახტანგ გომელაურისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

„გენერალი ვახტანგ გომელაური და მისი საამაყო თანამებრძოლები შსს-ში არანაირ დამუნათება-შანტაჟს არ ექვემდებარებიან, რადგან მათი ღირსება და პატრიოტიზმი უმაღლეს ნიშნულზეა.

ტრაგიკომიკური და სამარცხვინოა დროებით დამსანქცირებელთა მხრიდან იმ უწყების ხელმძღვანელთა ვითომ დასჯა, რომელმაც არაერთი ზედადებითი შეფასება მიიღო საერთაშორისო აქტორებისგან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
რადიკალური, ანტიქართული ოპოზიციის როგორმე “რეანიმაციის” მიზნით ოფიცერ მამულიშვილთა ვითომ დამუნათებაც მიანიშნებს, თუ რა სავალალო დღეშია აგენტოკრატია რამდენიმე კვირაში გავლენების დაკარგვის მოლოდინში”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.