“საქართველოს ასაყირავებლად და გასანადგურებლად შეკრბა მთელი მსოფლიოს სალიბერასტეთი. ამ ვაჟკაცის დამსანქცირებელმა გადამთიელებმა ეტყობა არ იციან და არ გაუგონიათ რა ჯიშის და რა ჯილაგის კაცია ანუ “ვისი გორისაა” შს მინისტრი ვახტანგ გომელაური”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის “მაგნიტსკის სიაში” შეყვანას.
“რა სანქციით, რი სანქციით შეაშინებთ ამ ვაჟკაც ქართველს, რომლის წინაპრებიც მღერით შედიოდნენ დიდგორში, ბასიანში, შამქორში, ხრესილში..
ანუ არანაირი სანქცია და მაგნიტსკი ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც ბნ ვახტანგს და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ.
ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს”, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.