„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ტატო ბაციკაძისა და გიორგი კალატოზის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ტატო ბაციკაძისა და გიორგი კალატოზის მიერ ღიად ხდება აზარტული კომპანიების რეკლამირება. ტატო ბაციკაძე ტელევიზიით არეკლამებს adjarabet.com-ს და მათი დასპონსორებული პირდაპირი სატელევიზიო ეთერით ფსონებს ათავსებდნენ საფეხბურთო მატჩებზე.

აზარტული თამაშების აქტიური ლობიზმის პარალელურად, ეს ადამიანები ღიად განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს. ისინი დაუფარავად გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს და ცალსახად აფიქსირებენ “ქართული ოცნებისადმი” პოლიტიკურ აუტანლობას. ვფიქრობ, უპრიანი იქნება, ყველამ ის ვაკეთოთ, რაც ვიცით. მათ თამაში და ფსონების განთავსება იციან და ამის გამო მორალური დილემა არ აქვთ, რაც მრავლისმთქმელია… ჩვენ მათ მოედანზე არ გადავდივართ და ისინიც ნუ შემოვლენ პოლიტიკურ ველზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.