ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმაურება.

„აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით, შსს ხელმძღვანელებზე სანქციების შემოღება სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან დასპონსორებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.

დღეს მათ მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო.

ჩემი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ აქტუალობა დაკარგა ლოზუნგმა „ღირსებით ევროპაში“, რადგანაც შეუძლებელია, ღირსებით შეხვიდე იმ გაერთიანებაში, რომელმაც ნებაყოფლობით აჰყარა საკუთარ თავს ღირსება“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.