აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებს, აშშ-ის ნავთობისა და გაზის დიდი მასშტაბის შეძენით შეერთებული შტატების წინაშე არსებული უზარმაზარი დეფიციტი დაფარონ.
„მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ უნდა დაფარონ თავიანთი უზარმაზარი დეფიციტი შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ნავთობისა და გაზის დიდი მასშტაბით შეძენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ტარიფები იქნება!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.